ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ტაივანში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მაშველებმა კუნძულის ერთ-ერთი კურორტიდან 400-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ.

სამაშველო ვერტმფრენმა კი 6 მაღაროელი გადაარჩინა, რომელიც კლდეების ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში მოყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ათს მიაღწია, სხვადასხვა დაზიანება კი 1 100-მდე ადამიანმა მიიღო. ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა. ტაივანის ოფიციალური უწყების ცნობით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები