საქართველოში საფრანგეთის ელჩი: გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.
„უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ,, ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიცირა.