დავით მათიკაშვილი – „ვეტინგზე“: როგორც ჩანს, მოსამართლეებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი – მხარს უჭერენ მოსამართლეთა შემოწმების ყოვლად უადგილო წესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს
როგორც ჩანს, მოსამართლეებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი – მხარს უჭერენ მოსამართლეთა შემოწმების ყოვლად უადგილო წესს, რომელიც ნამდვილად არ ეკუთვნის საქართველოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დავით მათიკაშვილმა კომენტარი „ვეტინგის“ მომხრე მოსამართლეების უცხოეთში ვოიაჟებზე გააკეთა.
„როგორც ჩანს, მოსამართლეებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი – მხარს უჭერენ მოსამართლეთა შემოწმების ყოვლად უადგილო წესს, რომელიც ნამდვილად არ ეკუთვნის საქართველოს და არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ხდება მოსამართლეთა წახალისება, მათი ვოიაჟების დაფინანსება უცხოურ ქვეყნებში. ჩანს, რომ ამ პირებთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა მათ გაატარონ არა ქვეყნის, დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესი, არამედ იმ ქვეყნების ინტერესი, საიდანაც ფინანსდებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.