შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა რა დონეზეც არის, ხედავთ, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაცია არის გამჭვირვალე და ერთადერთი აქტორი ამ სივრცეში არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც არის სრულად დაფარული

საერთოდ როგორ ადარებენ საქართველოს იმ გარემოს, რომელიც არის სხვა ქვეყანაში. ჩახედონ ნებისმიერ კვლევას, სად ვართ ჩვენ, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების კუთხით. იგივე აქტორები ჩვენ რომ გვაბრალებდნენ პოლიტიკური მოტივაციის გადაწყვეტილებებს, „რუსთავი2“-ისა და გვარამიას საქმეზე, ყველგან ხომ წაიტეხეს ცხვირი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტზე რადიკალური ოპოზიციის არგუმენტები არის ყალბი, რათა მთავარი მიზეზი დაფარონ.

„მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ დღეს იმ სივრცეში აქტორებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქის ცხოვრებაზე, გარკვეულწილად, ძალაუფლების ამ წრეში არის სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, სადაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ; სადაც სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა რა დონეზეც არის, ხედავთ; სადაც საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაცია არის გამჭვირვალე და ერთადერთი აქტორი ამ სივრცეში არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც არის სრულად დაფარული და მხოლოდ მათ ნებაზეა, რას გაუსაჯაროებენ საზოგადოებას და რას – არა. თან პრეტენზია აქვთ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, ოღონდ ისე, რომ არ უნდათ მათ აცნობონ ამის შესახებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები