შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი კუნძული

“ყველა ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევები არსებობს დღეს რეგიონში, ჩვენ გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალი არის, საქართველო არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი კუნძული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მაქსიმალური უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი.

„იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი, მაქსიმალური უსაფრთხოება არის უზრუნველყოფილი. შეგახსენებთ, რომ ორი წლის განმავლობაში, რაც რუსეთი უკრაინასთან ომს აწარმოებს, საქართველოში არ ყოფილა უსაფრთხოების სახით არა თუ რაიმე ინციდენტი, კონფლიქტებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ეროვნებისა და რუსული ეროვნების ადამიანებია არიან ჩვენს ქვეყანაში. კონფლიქტებიც კი არ ყოფილა მათ შორის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემები და სამართალდამცავი სისტემები კარგად მუშაობენ. აღიკვეთა არაერთი მცდელობა. ბოლოს იყო ასაფეთქებელი ნივთიერების გატანა, საქართველოს მეშვეობით რუსეთში, რომელიც აღიკვეთა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები