შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ევროკავშირში მშვიდად შევიდეთ

“ჩვენი ამოცანაა, ევროკავშირში შევიდეთ მშვიდად, სტაბილურად და არა დანგრეული ქვეყნით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ ექსტრემიზმს, რაზეც მმართველი გუნდი თვალს ვერ დახუჭავს.

„ჩვენი ამოცანაა, ევროკავშირში შევიდეთ მშვიდად, სტაბილურად და არა დანგრეული ქვეყნით. ჩვენთვის არაა ის, რომ ნებისმიერ ფასად წავიწიოთ ევროკავშირის გზაზე. ჩვენი და ქართველი ხალხის მიზანია, რომ ევროკავშირში წინ წავიწიოთ ისე, რომ არ დავზიანდეთ. იყო მოწოდებები, რომ მებრძოლების გაგზავნა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ წინ წავწეულიყავით ევროკავშირში, დაგვეზიანებინა ჩვენი თავი და რუსეთთან ომში შევსულიყავით. ამ მოწოდებების მიუხედავად, ჩვენ არ შევედით და ომის რისკის წინაშე არ დავაყენეთ ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ახლა, ზოგიერთი ამბობს, რომ იმ ფონდებზე, რომლებიც აქ ფულს ჩუმად ხარჯავენ, თვალი დავხუჭოთ. ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ამიტომ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. ვხედავთ, რომ საქართველოში არიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ ექსტრემიზმს, რადიკალურ ჯგუფებს, უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს და ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან ამით დავაზიანებთ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები