ანრი ოხანაშვილი: ფაქტი, რომ ადეიშვილი იყო მიწვეული ჰააგაში, არის სრულიად მიუღებელი

“ფაქტი, რომ ადეიშვილი იყო მიწვეული ჰააგაში და მას მისცეს ის პლატფორმა, სადაც მას საპატიოდ დახვდნენ, არის სრულიად მიუღებელი და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის ყოფილი მინისტრზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილის მიიჩნევს, რომ ფაქტი კანონის უზენაესობის აღქმას ეწინააღმდეგება.

„ეს ეწინააღმდეგება სამართლიანობის და კანონის უზენაესობის აღქმას. რაც შეეხება მისი კადრების ჩამოჭრას თუ მისი ფოტოს გაქრობას, ეს ერთი მხრივ კარგია. როგორც ჩანს, ეს დისკომფორტს ქმნის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი მხილებულია უმძიმეს დანაშაულში. თუ ასეთი სამართლიანობის სიმბოლოა ადეიშვილი, მაშინ ან რატომ ჩამოჭრეს, მით უმეტეს, მიწვეული, ან რატომ გადამალეს? კი, ეს სწორია, როდესაც უნდა რცხვენოდეთ ასეთ ადამიანთან ერთად სამართლიანობაზე და, მით უმეტეს, კანონის უზენაესობაზე საუბრის“, – აცხადებს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები