საქსტატი: მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა

საქსტატმა 2024 წლის მარტის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5%.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში – სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში ფასები ზრდის ნაცვლად 3.4%-ით არის შემცირებული, რაც მთელი რიგი დასახელების პროდუქტების გაიაფებით არის განპირობებული.

ამასთან, გაზრდილია ფასები როგორც ტრანსპორტის ჯგუფში, ასევე გაზრდილია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებაც.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები