მექსიკელმა მამაკაცმა 800 ადამიანის მკვლელობა აღიარა

  მექსიკელ მამაკაცს, რომელმაც 800 ადამიანის მკვლელობა აღიარა, აშშ-ში გაასამართლებენ.
ხესუს ჩავეს კასტილო მექსიკის ქალაქ სიუდად-ჰუარესში 2010 წელს დააკავეს, რის შემდეგაც იგი აშშ-ში იქნა ექსტრადირებული. სასამართლო პროცესზე ჩავეს კასტილომ განაცხადა, რომ ის “Barrio Azteca”-ს ბანდის წევრი იყო. მექსიკელ ბანდიტს ასევე ბრალად ედება 2010 წლის მარტში აშშ-ის საკონსულოს წევრებისა და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა. ჩავეს კასტილომ ჩვენება მისცა იმ ბანდის მეთაურის წინააღმდეგ, რომლის წევრიც თავად იყო. მისი თქმით, ბანდის მეთაური არტურო გალეგოსა მას აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობისთვის დავალებებს აძლევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები