„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. 41 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, მის საფლავთან გვიწევს ამ დღის აღნიშვნა. მან თავისი გმირობით უკვდავყო არა მხოლოდ საკუთარი სახელი, არამედ მაგალითი მისცა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რათა მისი დაღვრილი სისხლი ფუჭი არ იყოსდა ასევე, სათანადოდ, დაისაჯონ ის ადამიანები,ვინც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღო რაიმე სახით მონაწილეობდა. დამნაშავეები აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე ,” – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.