ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ უკრაინას ბოლო დროს წარმოადგენს ადეიშვილი, სააკაშვილი და ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებსაც დანაშაულებრივი წარსული აქვთ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნინო წილოსანის შეფასებით, სამწუხაროა, რომ უკრაინას ბოლო დროს წარმოადგენს ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც სრულად დისკრედიტირებულები არიან ჩვენს ქვეყანაში და უფრო მეტიც – დანაშაულებრივი წარსული აქვთ.
„მე არ ვიცი, როგორი შეიძლება ქვეყანამ სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბროს, როდესაც მას წარმოადგენს დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, რომელიც ქართულ სამართალდამცავ სისტემას ემალება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.