მამუკა მდინარაძე: მგონია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს

მგონია, რომ ამერიკის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს – მათ უნდა მოეხსნათ სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები არიან, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ახორციელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სანქციები წარმოშობს დიდ აგრესიას იმ მოქალაქეებში, რომლებიც “იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ახორციელებს”.

“მე მგონია, რომ ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ქალბატონი დეგნანის პირობებში ეს არ შესრულდებოდა, იმიტომ, რომ ქალბატონ დეგნანს, როგორც ჩანს, სხვა მოტივაციები ჰქონდა, რაც ნამდვილად არ ჩანს ქალბატონი დანიგანის პირობებში. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში და მგონია, რომ მის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე მათ შორის, მით უმეტეს, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ამიტომ როგორც ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ, უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ აგრესიას, ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც არიან იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ახორციელებს,” – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები