როგორ დავფარო პარკინგის თანხა თიბისი ფეიზე?
პარკინგი ბევრი ჩვენგანისთვის დიდ თავსატეხად იქცა. პარკინგის ადგილის პოვნასთან ერთად ახლა მისი საფასურის სწორად გადახდაც დიდი გამოწვევა გახდა.
თიბისი ფეიზე შეგიძლია პარკინგის გადასახადი მარტივად დაფარო, სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში დაფარო. სამუშაო დღეს შესრულებული გადახდა მომენტალურად აისახება ბალანსზე და აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, დაგაჯარიმებენ თუ არა.
პარკინგის კატეგორიაში იპოვი თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის და ახლა უკვე ჭიათურის პარკინგის გადასახადსაც.
როგორ დავფარო პარკინგის საფასური თიბისი ფეიზე?
- გადადი სერისების ველში
- იპოვე კატეგორია “ტრანსპორტი, ჯარიმები, ტაქსი”.
- ამოირჩიე სასურველი სერვისი ჩამონათვალიდან ან გამოიყენე ძიების ფუნქცია
- მიყევი ინსტრუქციას და შეიყვანე საჭირო მონაცემები
- შეიყვანე ბარათის დეტალები და დაასრულე გადახდა
შეგიძლია, შენი ავტომობილისა და ტექნიკური პასპორტის ნომრები შენს პროფილზე, შაბლონებში შეინახო და შემდეგ ჯერზე აღარ მოგიწევს ამ ინფორმაციის ხელით შეყვანა. ასევე შეგიძლია ჩართო SMS შეტყობინებები და არც გადახდის თარიღი გამოგრჩება.
თიბისი ფეიზე ყველა პროცესი მომხმარებელზეა მორგებული, გადაიხადე ნებისმიერი გადასახადი ერთ პლატფორმაზე.