თიბისი ფეი – შეავსე მობილურის ბალანსი მარტივად

ხანდახან შეიძლება მოულოდნელად გაგვეთიშოს ინტერნეტი ან დაგვიმთავრდეს სასაუბრო დრო ტელეფონზე – ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ გვეგულებოდეს პლატფორმა, სადაც მარტივად შევძლებთ ბალანსის შევსებას და ისიც გვეცოდინება, რომ გადახდა მომენტალურად აისახება სასურველ ნომერზე.

როგორ შევავსო ბალანსი სწრაფად?

  1. ეწვიე თიბისი ფეის ვებსაიტს. ან გადმოწერე აპლიკაცია
  2. პირველივე გვერდზე იპოვე ბანერი “მობილური ბალანსის შევსება”
  3. ჩაწერე მობილურის ნომერი და შემდეგ აირჩიე ჩამოშლილი სერვისებიდან სასურველი
  4. შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაასრულე გადახდა

როგორც ხედავ, პროცესი ძალიან მარტივია და აბსოლუტურად ლოგიკურად წარიმართება. 1 წუთზე ნაკლებ დროში შეძლებ, ჩარიცხო თანხა მობილურის ანგარიშზე და გააგრძელო საქმეების მოგვარება.

რაც მთავარია, მობილური ბალანსის შევსება ახლა უცხოური ბარათითაც შეგიძლია – გადადი ველზე “გადაიხადე უცხოური ბარათით” და ჩამონათვალში იპოვე სასურველი სერვისი. ეს ბევრად ამარტივებს გადახდას მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ქვეყნის გარეთ ყოფნა და უცხოური ბარათებით გადახდა.

ამ პლატფორმაზე ნებისმიერი პროცესი იმ პრინციპითაა შექმნილი, რომ ყველა მომხმარებელი სასურველ გადახდას სწრაფად და მაქსიმალურად კომფორტულად ასრულებდეს. თუკი საიტზე დარეგისტირდები, შეძლებ ავტომატური გადახდები ჩართო და კიდევ უფრო გაიმარტივო შენი ფინანსების მართვა,

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები