ჰერმან საბო: ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები თანასწორები უნდა ვიყოთ, გენდერ-ზონდერა ხალხი კიდე წიკვინებს, პრივილეგიები დაგვიტოვეთო
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ჰერმან საბო მისი პარტიის ინიციატივაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხალხმა და ამომრჩეველმა განსაჯოს, ვინაა სწორი.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები თანასწორები უნდა ვიყოთ, კანონი არ შეიძლება ასხვავებდეს ქალს და კაცს, მოხუცს და ახალგაზრდას, მაღალს და დაბალს.
გენდერ-ზონდერა ხალხი კიდე წიკვინებს, პრივილეგიები დაგვიტოვეთო.
ხალხმა და ამომრჩეველმა განსაჯოს, ვინაა სწორი”,- წერს საბო.
