ბექა ოდიშარია: ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – დაუყოვნებლივ გადახედოს სანქციებს, რათა სასამართლო ხელისუფლება არ დაზიანდეს

“ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – დაუყოვნებლივ გადახედოს ამ მიდგომას, ამ სანქციებს, რათა სასამართლო ხელისუფლება არ დაზიანდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაშვებული შეცდომა გამოსასწორებელია.

„გამოსწორდეს ის შეცდომა, რომელიც დაუშვეს, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მეხუთე კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ სანქციებზე, რომლებიც, მართალია, მხოლოდ ვიზების გაცემას შეეხება, თუმცა მაინც ახერხებენ აპელირებას და პირდაპირ აზიანებენ დამოუკიდებელ სასამართლოს კლიშეებით. იყო კლანი, ახლა არიან სანქცირებული მოსამართლეები და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უსამართლოდ ნათლავენ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები