არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეებზე შეზღუდვების თუ სანქციების შემოღება ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო

,,მოსამართლეებზე შეზღუდვების თუ სანქციების შემოღება ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეებისთვის შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა ლეგიტიმურია.

„სახელმწიფომ მოითხოვა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეზღუდვები დაწესდა. დღემდე საზოგადოებამ არ იცის, თუ რა იყო საფუძველი. რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები, ვინაიდან დღემდე ეს შეზღუდვები არ არის დასაბუთებული და თუ არ არის დასაბუთებული, შესაბამისად, არც სამართლიანი არ გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები