ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მინდა, რომელიმე ქვეყნის საელჩო გამოვიდეს და თქვას, რომ არ შეიძლება სასამართლოსა და ადამიანებზე ასეთი ბულინგი

მე ძალიან მინდა, რომელიმე ქვეყნის საელჩო გამოვიდეს და თქვას, რომ არ შეიძლება სასამართლოსა და ადამიანებზე ასეთი ბულინგი,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემის სხვადასხვა პროფესიული კვლევის, რეიტინგებისა თუ შეფასებების კუთხით ყველა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს საქართველო სრულად აკმაყოფილებს.

„ბრძოლა სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციისათვის არგუმენტებით რომ ვეღარ ხერხდება, გამოყენებულია ბოლშევიკური, გნებავთ გებელსეული ფორმები, მე ძალიან მინდა, რომელიმე ქვეყნის საელჩო გამოვიდეს და თქვას, რომ არ შეიძლება სასამართლოსა და ადამიანებზე ასეთი ბულინგი, რომელიც, საბოლოოდ, სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და სასამართლოს შიგნით უნდობლობის გაღვივებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები