მამუკა მდინარაძე: გვარებისა და სახელების გარეშე, „გირჩთან“ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ობიექტური კრიტერიუმებიდან და არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ისინი მხარს დაუჭერენ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს
გვარებისა და სახელების გარეშე „გირჩთან“ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ობიექტური კრიტერიუმებიდან და არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ისინი მხარს დაუჭერენ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„გვქონდა საუბარი, რომ, გვარებისა და სახელების გარეშე, „გირჩი“ მხარს დაუჭერს ობიექტური კრიტერიუმებიდან და არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე – ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს.
მოლაპარაკების პროცესში მათი დაპირება იყო, რომ თუ ჩვენ, უმრავლესობა, მათ ამ ინიციატივას გავატანინებთ, ისინი მხარს დაუჭერენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს. პირადად მე მქონდა შეხვედრა და მითხრეს, რომ წინა შემთხვევაშიც ასე გააკეთეს და ახლაც ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, როდესაც წარმოადგენენ კანდიდატებს, ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ და ისინიც მხარს დაუჭერენ, და თუ არა, მათ გარკვეული არგუმენტებიც ექნებათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.