დავით მათიკაშვილი: რეალურად, „ენჯეო“ სექტორი არის კლანი, რომელიც დგას საქართველოს სასამართლო სისტემის, მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

„საბოლოოდ ვნახეთ, რომ რეალურად „ენჯეო“ სექტორი არის კლანი, რომელიც დგას საქართველოს სასამართლო სისტემის, მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფრის ფონზე, 9 პრიორიტეტიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე დარტყმა არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალების მიზანი.

,,ეს კედლებზე დაწერილი ძალიან ემთხვევა ქვეყანაში შემოდინებულ ფულს, რომელიც „ენჯეო“ სექტორისა და სხვადასხვა ტელევიზიის გამოყენებით ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში, ლგბტ პროპაგანდისთვის და ანტიქართული საქმეებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, 9 პრიორიტეტიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე დარტყმა არის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალების მიზანი. მაგრამ სიმართლე არის ყოველთვის ერთი. არ შეიძლება არსებობდეს 10 სიმართლე. ამ სიმართლეში მნიშვნელოვანია ინდიკატორები და მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები