იაგო ხვიჩია: შეურაცხყოფა და დისკრიმინაციაა, როდესაც პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალებს სჭირდებათ ხელის წაშველება იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება კაცების თანასწორად გააგრძელონ

ქალების შეურაცხყოფა და დისკრიმინაციაა, როდესაც ჩვენ კანონმდებლები და ზოგადად ჩვენი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალებს სჭირდებათ კაცების დახმარება და ხელის წაშველება იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება კაცების თანასწორად გააგრძელონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული შეფასებით, იაგო ხვიჩია „გირჩის“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ პროფესიაში თუ იქნებოდა შემოღებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ან ნებისმიერი სხვა რაღაცის მიხედვით კვოტები, ის გაანადგურებდა იმის რეპუტაციას, ვის სასარგებლოდაც იქნება ეს მიღებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები