რატი იონათამიშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ლგბტ ადამიანების პროპაგანდას საქართველოში
“ზუსტად ლგბტ პროპაგანდისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი „მთავარი არხისთვის“ გრანტის გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ლგბტ ადამიანების პროპაგანდას საქართველოში.
„მათ ვერ ჩააბარეს კეთილსინდისიერების ელემენტარული ტესტი. არამიზნობრივად მსგავსი თანხები და გრანტები რომ არ შემოდის და არ იხარჯება, ეს თითოეულმა მოქალაქემ იცის. ზუსტად ლგბტ პროპაგანდისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობდით გამჭვირვალობის კანონზე, რასაც ეს ადამიანები რუსულ კანონს უწოდებდნენ, სწორედ მსგავს საკითხებზე იყო – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ლგბტ ადამიანების პროპაგანდას საქართველოში“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.