თუფაკზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

   აშშ-ში ცნობილი რეპერის თუფაკ შაკურის ცხოვრებაზე მალე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.
“თუფაკი იყო ის ადამიანი, ვისზეც ფილმის გადაღებაც ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში მინდოდა. მისმა წასვლამ ღრმა კვალი დატოვა ჩემს მსოფლმხედველობაში და ასევე მსოფლიოს ბევრ ადამიანზე. მისი განვლილი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თაობისთვის”, – განაცხადა მომავალი ფილმის რეჟისორმა ჯონ სინგლტონმა. ცნობილი რეპერი თუფაკ შაკური 1971 წლის 16 ივნისს აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰენეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში დაიბადა.1996 წლის 7 სექტემბერს თუფაქი მანქანაში ჩაცხრილეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ექიმები მისი სიცოცხლისათვის ექვსი დღე იბრძოდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები