ნინო წილოსანი: “ვეტინგზე” გვესაუბრებიან ურეიტინგო პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

“ვეტინგზე” გვესაუბრებიან ურეიტინგო პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გავარკვიეთ ზოგადად ვისი წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს.

„დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი არ წარმოადგენენ არც ქართველ ხალხს, არც ჩვენს ქვეყანას და, სამწუხაროდ, ამ ადამიანებზე დაყრდნობით თუ რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საელჩო დააპრიორიტეტებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობენ, ანტისასამართლოს კამპანიაში და გარკვეულწილად სხვა მოსამართლეების მიმართ დისკრიმინაციულები იქნებიან, ნამდვილად ძალიან სამწუხარო იქნება“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები