„განსაკუთრებული აქცენტი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე გვაქვს, ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე, ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე” – ნინო წილოსანი

„განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე გვაქვს, ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე, ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გადაცემაში ” იმედი LIVE” ისაუბრა.

“ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ფარგლებში შევხვდით 40 ათასზე მეტ ქალს, დაახლოებით 20 ათასამდე ქალის ორგანიზება მოვახერხეთ „ვარდისფერი კამპანიის“ ფარგლებში, რომ სკრინინგის პროგრამაში ჩართულიყვნენ. ანუ, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ქალების ცნობადობისა და მათი მონაწილეობის გაზრდა მოვახერხეთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები