“თებერვლის თვეში ფიქსირდება, რომ ეკონომიკა 9,5%-ით, ხოლო ორი თვის ჭრილში – იანვარი-თებერვალი, ეკონომიკური ზრდა არის 7,7%” – ლაშა ხუციშვილი
„2021-2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან მაღალი იყო ასევე ეკონომიკური ზრდა ასევე 2023 წელს – 7,5%-ის ოდენობით და მიმდინარე წელსაც”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა “იმედის კვირას” განუცხადა.
“ახლახან გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია და თებერვლის თვეში ფიქსირდება, რომ ეკონომიკა 9,5%-ით, ხოლო ორი თვის ჭრილში – იანვარი-თებერვალი, ეკონომიკური ზრდა არის 7,7%“, – აღნიშნა ხუციშვილმა.