ილია მეორე: დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზოგადოებას საყოველთაო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს.

“დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან 33 წლის წინ, 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმის (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულის) საფუძველზე მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღება.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ამ მოვლენებს ეყრდნობა, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

გილოცავთ ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს”,- წერია ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები