რაჟდენ კუპრაშვილი: ქვეყნის რეიტინგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მაღალია
“კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე რეგიონში და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წინ საინტერესო სამუშაო პროცესია.
„ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლებში ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის წინ. ზოგადად უნდა თქვას, რომ ქვეყნის რეიტინგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მაღალია. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე როგორც რეგიონში, ასევე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს რეიტინგები მომავალში უნდა გაუმჯობესდეს და ეს არის პრიორიტეტი“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.