სალომე ზურაბიშვილი: მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებს, მათ მრევლს
”მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს!”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილმა მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
,,ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში”,- წერს პრეზიდენტი.