ჩინეთის ელჩი: სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ხელი მოეწერება აპრილში, ხოლო ოფიციალურად ამოქმედდება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში
სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ხელი მოეწერება აპრილში, ხოლო ოფიციალურად ამოქმედდება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენიმ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ხელი მოეწერება აპრილში, ხოლო ოფიციალურად ამოქმედდება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში.
დღეს ჩინელი ტურისტები მხოლოდ ტრადიციული სანახაობებით აღარ კმაყოფილდებიან და ხშირად ისეთ აქტივობებს ირჩევენ, რომლებიც უფრო ორიგინალური და ექსპერიმენტულია. მაგალითად, მარანში ჩინებული ღვინის დაგემოვნება, ხაჭაპურის ცხობის სწავლა და ეკლესიაში ტრადიციული ქართული ქორწილისა და რელიგიური ცერემონიების ნახვა ჩინელი ტურისტისთვის მოგზაურობას მართლაც, რომ დაუვიწყარს გახდის. იმედია, ორი ქვეყნის ტურისტული სააგენტოები კიდევ უფრო აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ. განსაკუთრებით ვიმედოვნებთ, რომ შედგება თანამშრომლობა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მსხვილ ჩინურ ტურისტულ სააგენტოებს შორის, რომ გაცვალონ ახალი იდეები ტურისტულ თემებზე, მარშრუტებზე, დამხმარე სერვისებზე და ა.შ. და სრულად გამოვლინდეს ქართული კულტურის უნიკალურობა და ისტორიული აბრეშუმის გზის ხიბლი“, – აღნიშნა ელჩმა.