ხინკალი CNN-ის საუკეთესო “დამპლინგების” სიაში მოხვდა
რეიტინგული ამერიკული გამოცემა CNN მსოფლიოს საუკეთესო “დამპლინგების” რეიტინგს აქვეყნებს, გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი, საერთო ჯამში, 35 კერძს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, აქედან ერთ-ერთი კი – ხინკალია.
CNN წერს, რომ “დამპლინგი” ცომით მომზადებული კერძია, რომელსაც მარილიანი ან ტკბილი შიგთავსი აქვს.
“გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპით, რუსეთითა და ცენტრალური აზიით გარშემორტყმულ საქართველოს თავისი “დამპლინგი” აქვს. ხინკალიაზიურ სიაო-ლონგ-ბაოს ჰგავს. იგი ცომის კიდეებისთვის თავის მოკვრით, შენელებული საქონლისა და ღორის ხორცის შიგთავსით მზადდება. ხინკალს, როგორც წესი, შავ წიწაკასთან ერთად მიირთმევენ”, – წერს CNN.
აღსანიშნავია, რომ “საუკეთესო დამპლინგების” ჩამონათვალში, აღმოსავლურ აზიურ კერძებთან ერთად, ასევე მოხვდნენ რუსული პილმენი, აზერბაიჯანული დუშბარა, სამხრეთ აზიული სამოსა და იტალიური ნიოკი და რავიოლი.