ოთარ კაკაბაძე: პირადად მე ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი

პირადად მე ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი, – ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბარში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ.

„ძალიან ემოციური დღე გამოვიდა, კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება. ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს დღეს ყველა და პირადად მე ძალიან მინდა, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და აღარ მოგვიწიოს ისევ წლობით ლოდინი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ჩვენი მიზანია, რომ ეს რაც შეიძლება ხშირად მოხდეს. არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რაც გავაკეთეთ და ვიფიქრებთ ხვალინდელზეც“, – აღნიშნა ოთარ კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები