დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6953 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.

დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6953 ლარი გახდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.49 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9062 ლარი გახდა.

ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP) 0.28 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,4007 ლარი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები