“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური პროექტი დაიწყეს

“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი “ვეტეუქეარს” პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” ფარგლებში, ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში უფროსკლასელებთან ინფორმაციულ შეხვედრებს მართავს.

კონკურსის მიზანი ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობის, ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობისგან მიღებული მენტალური სარგებლობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერებისა და ნდობის ამაღლებაა.

პროექტში მონაწილეობის მიღებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები 12 აპრილს, 00:00 საათამდე რეგისტრაციის შემთხვევაში შეძლებენ.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ორი საათის განმავლობაში შეასრულონ ესე, მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს.

კონკურსი  13 აპრილს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში” (გურამიშვილის გამზირი 76) გაიმართება.

მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები “ევროპის უნივერსიტეტისგან” დასაჩუქრდებიან.

დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა შესაძლებელია ბმულზე: 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები