შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა და სავარაუდოა, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში დაბინავდეს

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ზახარ კალაშოვმა, იგივე “ზაქრო მოლოდოიმ” კრასნოდარის კოლონია დატოვა.

ამის შესახებ ტელეგრამის არხი Mash წერს.

აღნიშნულია, რომ, ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ, კალაშოვი ან სოჭში, ან ოკუპირებულ აფხაზეთში წავა, სადაც მისი მეგობრები არიან დაბინავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შაქრო მოლოდოიმ პირობითი გათავისუფლება ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიიღო.

2018 წელს კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები