ვახტანგ ცინცაძემ ასევე დააანონსა მთელი რიგი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. მისი თქმით, საქათველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.