“მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ” – გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივარს მიმართავს

Valencia CF-მ, X-ის პლატფორმაზე გიორგი მამარდაშვილის მიმართვა გაავრცელა. აღნიშნულ ვიდეოში სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს მიმართავს.

“მოგესალმებით, გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები “ევრო 2024”-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს, “მესტალიაზე”, მალიორკასთან მატჩზე”, – აცხადებს მამარდაშვილი.

ცნობისთვის, 26 მარტს გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში 4:2 გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები