ზაალ ანჯაფარიძე: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული

ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

ანჯაფარიძის თქმით, ფრანგმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ „სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დაცვა“, საქართველოს შემთხვევაში კი სიტყვა “ლიბერალური” “ეროვნულით” უნდა ჩანაცვლდეს.

„საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. Euractiv-ის ცნობით, ინიციატივას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 25 იყო.
„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების, ასევე, ქვეყნის ინტერესების დაცვა“ განაცხადეს პარლამენტარებმა.
ჩვენს შემთხვევაში, “ლიბერალურს” ჩავანაცვლებდი “ეროვნულით”“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები