გიორგი კახიანი: დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, როგორიც არსებობს ევროპულ სახელმწიფოებში. რატომღაც უნდათ, თავს მოგვახვიონ ისეთი რეგულაციები, როგორიც არსად არის

დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, როგორიც არსებობს ევროპულ სახელმწიფოებში. რატომღაც უნდათ, თავს მოგვახვიონ ისეთი რეგულაციები, როგორიც არსად არის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეგულაციები საქართველოში ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა და რაიმე შედეგი ვერ მოგვცა, პირიქით, ჩიხშიც აღმოვჩნდით იმ თვალსაზრისით, რომ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ და ცესკოს წევრებს ვერ ვირჩევთ.

„დღეს ცესკოს თავმჯდომარე კი არის უფლებამოსილი, მაგრამ ის არჩეულია ორი წლის წინ, 6 თვით. ამ 6 თვის შემდეგ კიდევ წელიწად-ნახევარია გასული და მხოლოდ იმიტომ ასრულებს ის თავის უფლებამოსილებას, რომ ახალი თავმჯდომარემ არ იყო არჩეული. მთელ ამ პროცესში ამ ეტაპზე მათი მიზანი არის პროცესების დისკრედიტაცია. ცესკოს თავმჯდომარეზე სრული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა მის ქონებასთან დაკავშირებით. ეს შემთხვევით არ ხდება. როდესაც ისინი ნახავენ, რომ არჩევნებში დამარცხდებიან – და მათ ზუსტად იციან, რომ ეს ასე მოხდება – ამისთვის იქმნიან საფუძველს, რომ შემდეგ სალაპარაკო გაუხდეთ, რომ ადმინისტრაციას რაღაც პრობლემები აქვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თურმე არ არის იმ წესით არჩეული, როგორც უნდა იყოს და როგორც ახლა აუცილებლად ავირჩევთ“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები