გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: ვიწროპარტიული ინტერესების გამო მნიშვნელოვანი რეზოლუციის ინიცირებასაც კი არ დაუჭირეს მხარი – ის, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათთვის მეორეხარისხოვანია

წარმოუდგენელია ის, რაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მოხდა – იმდენად აქვთ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები წინ წამოწეული, ის რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათთვის მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩავარდნის საკითხზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ბრიუსელში ნაცვლად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისა, მიხეილ სააკაშვილის წერილების გაჟღერებით არის დაკავებული.

„კითხვა რომ დასვა – რატომ შეიძლება ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირო, რომელიც რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი იყო, რომელშიც ჩვენი ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მომენტები იყო, საუბარი იყო რუსეთის აგრესიაზე, ამაზე პასუხს ვერ იპოვი. ორი ხელმოწერა უნდოდა რომ ინიცირება მომხდარიყო რეზოლუციის. დავინტერესდი რას აკეთებენ, თუ ასეთ რეზოლუციებზე არ მუშაობენ და მხარს არ უჭერენ-თქო და გავარკვიე, რომ მაგალითად ქალბატონი წითლიძე მიხეილ სააკაშვილის წერილების გაჟღერებით ყოფილა დაკავებული, ვაშაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრებით და კაცმა არ იცის რა ინფორმაციებს აწვდიდა მათ. იმდენად აქვთ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები წინ წამოწეული, ის რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათთვის მეორეხარისხოვანია. იმდენად, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის ინიცირებასაც კი მხარი არ დაუჭირეს. არის საკითხები, რომელზეც ყველა ერთიანი უნდა იყოს – ის რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მიზანს უკავშირდება, ის რაც ქვეყნისთვის საერთო გამოწვევაა, ასეთ საკითხებზე მაინც როგორ ვერ უნდა შეძლონ, რომ სახელმწიფოს ინტერესებში იყვნენ. საზოგადოება საბოლოო ჯამში ამას ხედავს“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები