მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მაშინ ცდილობს პრობლემური თემების წამოწევას, როდესაც ის უკვე დაძლეულია სახელისუფლებო გუნდის მიერ და ამას წარმატების გადასაფარად აკეთებს

„როცა მეტი პრობლემა იყო და მეტი პროცენტით ინფლაცია იყო, მაშინ არ ლაპარაკობდნენ და ახლა, როცა ინფლაცია თითქმის 0-ზეა, რატომ გაახსენდათ? როცა ინფლაცია დავძლიეთ, შეჩერდა ფასების ზრდა, ამ წარმატებას მივაღწიეთ და შედეგი დაიდო, გავიმარჯვეთ ამ ინფლაციასთან ბრძოლაში და ახლა ეს შედეგი გვაქვს, მაშინ დაარტყეს გენერალურად ამ თემას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მაშინ ცდილობს პრობლემური თემების წამოწევას, როდესაც ის უკვე დაძლეულია სახელისუფლებო გუნდის მიერ, მათი წარმატების გადასაფარად.

„გამოკითხვები მათაც ნანახი აქვთ და პრიორიტეტებში მოსახლეობა რასაც ასახელებს მთავარ პრობლემად, მიყვებიან იმას. ერთმანეთს ეუბნებიან და ასეთი დავალება აქვთ – რაზეც არ უნდა გელაპარაკონ, შენ გადადი სხვა თემაზე – ფასებზე ილაპარაკე, პროპაგანდის მხარეს დგახარ? როცა ამას გეკითხებიან – ან დაგმე, ან თქვი, რომ ჩემს იდენტობას არ შეესაბამება ეს ყველაფერი, ესენი პასუხობენ – ფასები, ეს არაა პრობლემა, ფასებია მთავარი და ა.შ. ძალიან აშკარაა ეს. ვერც ახერხებენ ისე, რომ რაღაცნაირად, შეფუთონ.

ამის ორი მდგენელია – ერთი ის, რომ გამოკითხვაში ერთ-ერთ პრობლემად არის დასახელებული და მეორე – რასთან გვაქვს საქმე: მაგალითად, ავიღოთ სასამართლო. სასამართლოზე დაიწყეს ლაპარაკი მაშინ, როცა სასამართლომ დაამტკიცა სტრასბურგში, რომ ყველგან იყო მართალი და რეიტინგებში წავიდა ძალიან წინ. ანუ, როგორც კი შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია სასამართლომ, დაარტყეს სასამართლოს.

ის ფასები პრობლემა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იყო ინფლაციის მაღალი დონე შარშან, შარშანწინ და წინა წლებში. ამას სხვათაშორის, სადღაც კი ამბობდნენ, მაგრამ ასეთი გენერალური ხაზი არ ჰქონიათ ფასებთან დაკავშირებით. როცა მეტი პრობლემა იყო და მეტი პროცენტით ინფლაცია იყო, მაშინ არ ლაპარაკობდნენ და ახლა, როცა ინფლაცია თითქმის 0-ზეა, რატომ გაახსენდათ? როცა ინფლაცია დავძლიეთ, შეჩერდა ფასების ზრდა, ამ წარმატებას მივაღწიეთ და შედეგი დაიდო, გავიმარჯვეთ ამ ინფლაციასთან ბრძოლაში და ახლა ეს შედეგი გვაქვს, მაშინ დაარტყეს გენერალურად ამ თემას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები