მოსკოვში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 84 ადამიანის ცხედარი, მათ შორის 9-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვია. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. რამდენიმე უცნობი პირი შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები