მამუკა მდინარაძე: დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ

დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს დავუჭერთ მხარს. ამ ადამიანს ხარვეზიც კი არ ჰქონია, იცის თავისი საქმე და აღიარებული პროფესიონალია თავისი საქმის, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია პროცესს უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ მათ გეგმა ჩაუვარდათ.

„ხარვეზი ვერ უპოვეს ამდენი ხნის განმავლობაში. ისიც კი იკადრეს, გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს და ამის ფარგლებშიც კი ვერაფერი დაუმტკიცეს. ასეთ საშინელებაზე წავიდნენ, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფუძველიც არ გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. თუმცა ეს უმრავლესობის მიერ უნდა გადაწყდეს. ოპოზიცია პროცესს უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ მათ ჩაუვარდათ გეგმა – ხაზარაძეს დავალებული ჰქონდა, რომ დაებულინგებინა ცესკოს თავმჯდომარე და გადაეყენებინათ და მის პარტიას ემართა ცესკო. ჩვენ გავუუქმეთ კანონის მიხედვით ეს შესაძლებლობა და ახლა უნდობლობას უცხადებენ, ეს არის ლოგიკური ჯაჭვი და გაგრძელება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები