მამუკა მდინარაძე: საქართველოში უცხოელები ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებენ

,,საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა მიუღებელია.

„საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს გავუცვლით ნებისმიერ ფორმატში ყველას. ჩვენს მეგობრებს ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა. ჩვენს მეგობრებს მეგობრულად ავუხსნით ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები