ნინო წილოსანი: ჩვენ გვინდა, რომ ის ღირებულებები დავიცვათ, რომლებზეც ქვეყანა დგას

,,ჩვენ გვინდა, რომ ის ღირებულებები დავიცვათ, რომლებზეც ქვეყანა დგას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ანტიპროპაგანდისტულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას პოზიციის დაფიქსირება მოუწევს.

„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, დაინახოს, ვინ რომელ მხარეს დგას და სად არის ჩვენი ოპოზიცია მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის ინიციატივა ემსახურება ეროვნული, ოჯახური ღირებულებების დაცვას იმ ფონზე, რომ ადამიანის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული და გარანტირებული. ამაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის არაერთი რეიტინგი და შეფასება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია. ამის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ ის ღირებულებები დავიცვათ, რომელზეც ქვეყანა დგას. ოპოზიციას მოუწევს მკაფიოდ დააფიქსიროს რომელ მხარეს დგანან ისინი“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები