იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს
მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით, ოპოზიციონერი დეპუტატი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას – “თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ”.
“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ “ნაცური” პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს “ნაცებში” და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული “ნაცმოძრაობიდან”, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ვინც “ნაცებში” ყოფილა – “ნაცებში”, ვინც “ქოცებში” – “ქოცებში” და დანარჩენი ჩვენთან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.