ილია დარჩიაშვილი: გილოცავ, საქართველო – „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას ულოცავს.

როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა.

„ისტორიული გამარჯვება! გილოცავ, საქართველო. ვულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას. დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის! „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები