ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.

„გილოცავთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს“, – წერს პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები