ბელგოროდი ისევ დაიბომბა – დაშავებულია სამი ადამიანი

ბელგოროდის რეგიონის გრაივორონსკის საქალაქო რაიონის სოფელ გოლოვჩინოში დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

დაშავებულთა შორის ორი მეხანძრე და ერთი ქალია, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

მეხანძრეებს ჭრილობები თავისა და ქვედა კიდურების არეში აქვთ მიყენებული.

დაზიანდა სახანძრო განყოფილების შენობა, ოთხი კერძო სახლი, სოციალური დაწესებულება და ექვსი ავტომობილი, მათგან ერთი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები