Reuters: გუტერეში მონობისთვის რეპარაციების გადახდისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოუწოდებს ქვეყნებს, ადამიანებით ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის ​რეპარაციები გადაიხადონ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მისი აზრით, ამან უნდა დაძლიოს თანამედროვე საზოგადოებაში მონათვაჭრობის მემკვიდრეობა, მათ შორის, სისტემური რასიზმი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მე-15-დან მე-19 საუკუნემდე, სულ მცირე, 12,5 მილიონი აფრიკელი გაიტაცეს. ევროპელმა ვაჭრებმა ისინი გემებით გადაიყვანეს და მონებად გაყიდეს.

ამ სასტიკი მოგზაურობისას გადარჩენილები მთელ ამერიკაში პლანტაციებზე მუშაობდნენ, ძირითადად, ბრაზილიასა და კარიბის ზღვის აუზში, მაშინ როდესაც სხვები მათი შრომით სარგებლობდნენ.

მონობის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში გუტერეშმა თქვა, რომ წარსულმა მოვლენებმა „ჩაუყარა საფუძველი ძალადობრივი დისკრიმინაციის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია თეთრკანიანთა უზენაესობაზე“.

„ჩვენ მოვუწოდებთ, რეპარაციების სამართლიანობის ჩარჩოს შექმნისკენ, რათა გადაილახოს გარიყვისა და დისკრიმინაციის თაობები“, – თქვა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები